ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, შეხვედრა გამართა

by magda

27.02.2021წ.

ახალგაზრდობის სააგენტომ, ონის მუნიციპალიტეტში, შეხვედრა გამართა, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართლების ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია, შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალაგზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. მიმდინარედ აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა, ონის მუნიციპალიტეტში, მცირე ახლაგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალაგზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მირიის თანამშრომლობით, ონის მუნიციპალიტეტშის კულტურის სახლში, მცირე ახალაგზრდული სივრცე გაიხსნა, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალაგზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content