ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, დღეს, სტარტი აიღო მუნიციპალურმა ტურნირმა მინი-ფეხბურთში

by magda

04.06.2023წ.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, დღეს, სტარტი აიღო მუნიციპალურმა ტურნირმა მინი-ფეხბურთში.
შეჯიბრებაში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გულშემატკივარს საინტერესო და სანახაობრივი თამაში უჩვენეს.
სატურნირო ღონისძიებაში წარმატებულად იასპარეზეს და ნახევარფინალში გავიდნენ შემდეგი გუნდები:
A ჯგუფის პირველადგილოსანი ონის მუნიციპალიტეტის მერია B ჯგუფის მეორეადგილოსან – ონის გაერთიანებული მეწარმეების გუნდს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან B ჯგუფის პირველ ადგილზე გასული გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და A ჯგუფის მეორეადგილოსანი – სასპორტო და საფეხბურთო სკოლების გაერთიანებული გუნდი.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 5 ივნისს, 13:30 საათიდან გაიმართება ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები, სადაც შესაძლებლობა გვექნება ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ მონაწილე გუნდებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content