8
29.04.2022წ.
აღნიშნულ ძალისხმევას საფუძვლად უდევს აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს, საქართველოს ეროვნულ გვარდიას, გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონს, საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს შორის თანამშრომლობა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში.
რეგიონში მდგრადობის გაძლიერების მიზნით, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა შეხვედრა გამართა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ამერიკული მხარე ონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, მერმა – სერგი ხიდეშელმა, მხარის სტუმრებს, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად ქალაქის ცენტრში არსებული ონის სინაგოგა დაათვალიერებინა, რომელიც კულტურული ძეგლის სტატუს ატარებს. ამერიკულმა მხარემ მონაცემების გაციფრულების პროცესის ხელშეწეყობის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის “შოთა ბუგიანიშვილი”-ს სახელობის სამედიცინო დაწესებულებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
ამასთან, აშშ-ს ჯორჯიის შტატი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებს დაეხმარება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვის პროცესში. ეს დასაწყისია იმ მრავალწლიანი ძალისხმევისა, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონს აშშ დაეხმარება ტრენინგებით, აღჭურვილობითა და კონსულტაციებით