ანსამბლი “ორბა”

04.04.2025წ.

ქალაქი ონი, ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებით. ათეული წლების განმავლობაში, ქალაქ ონში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქორეოგრაფი, რომლებმაც აღზარდეს მრავალი ღირსეული თაობა.
გარკვეული პერიოდი ონს აღარ ჰყავდა ქორეოგრაფი, საბედნიეროდ 2014 წელს გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, დედაქალაქიდან ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა პროფესიონალმა ქორეოგრაფმა, გიორგი რეხვიაშვილმა.
2015 წელს შეიქმნა ანსამბლი “ორბა”,რომელიც უკვე 10 წელია წარმატებული შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს ჩვენს ქალაქში.
დღეს ქორეოგრაფიულ წრეებში 200 ზე მეტი მოსწავლე ეზიარება ქართული ხალხურ ცეკვას. ანსამბლში თბილი, მეგობრული და ოჯახური გარემოა შექმნილი, რაც პედაგოგის დიდი დამსახურეებაა, იგი თავისი ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეების ერთგული მეგობარიცაა. ანსამბლ “ორბაში” აღზრდილი ახალგაზრდები დღეს უკვე დედაქალაქის დიდ ანსამბლებში იწყებენ მოღვაწეობას.
ანსამბლის 10 წლიან ისტორიას არაერთი ჯილდო, თასი, მედალი და გრან – პრი ამშვენებს. გასულ წელს ონის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ანსამბლმა იმოგზაურა თურქეთის რესპუბლიკაში და წარმატებით გამოვიდა საერთაშორისო ფესტივალზე.
ანსამბლს აქვს მიწვევევები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებიდან.
წელს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში იგეგმება ანსამბლის 10 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვასო მეტრეველი გარდაიცვალა

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა