ამბროლაურის მუნიციპალიტეტში YAR_ის მეორე გენერალური ასამბლეა გაიმართა

by magda

19.03.2021წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში YAR_ის მეორე გენერალური ასამბლეა გაიმართა.
 ღონისძიებას, ახალგაზრდებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 შეხვედრაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა, მდგრადი ახალგაზრდული პლათფორმების დაარსებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით”, შედეგების შეჯამება გაიმართა.
 პროექტის დეტალები, განმახორციელებელი ორგანიზაციების – ,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრისა” და “პი ემ სი” კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს.
 აღნიშნული პროეტის ფარგლებში 2020 წლის დეკემბერში რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა (YAR) ჩამოყალიბდა, რომელიც 51 მოხალისეს აერთიანებს.
 ახალგაზრდებმა ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 საუბარი შეეხო ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებულ სიახლეებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.
 მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებასა და ახალგაზრდა თაობის მეტად ჩართულობას მიმდინარე პროექტებსა თუ პროგრამებში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში YAR_ის მეორე გენერალური ასამბლეა გაიმართა.
 ღონისძიებას, ახალგაზრდებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 შეხვედრაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა, მდგრადი ახალგაზრდული პლათფორმების დაარსებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით”, შედეგების შეჯამება გაიმართა.
 პროექტის დეტალები, განმახორციელებელი ორგანიზაციების – ,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრისა” და “პი ემ სი” კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს.
 აღნიშნული პროეტის ფარგლებში 2020 წლის დეკემბერში რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა (YAR) ჩამოყალიბდა, რომელიც 51 მოხალისეს აერთიანებს.
 ახალგაზრდებმა ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 საუბარი შეეხო ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებულ სიახლეებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.
 მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებასა და ახალგაზრდა თაობის მეტად ჩართულობას მიმდინარე პროექტებსა თუ პროგრამებში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content