ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას

by magda

08,08,2019

დღეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ- შუქურა ჯაფარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ-ბაჩანა მარკოიშვილმა, მერის მოადგილემ-ეკა მაისურაძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გივი (გიგა) სახელაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას ონის რაიონის სოფ.წედისში სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. 11 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან. ჩვენი ვალია გვახსოვდეს გიგა სახელაშვილი და ყველა სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირი ქართველი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content