ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს საგრანტო კონკურსს “ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის”

by magda

21.10.2020წ.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს საგრანტო კონკურსს “ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის”.
საგრანტო კონკურსი ცხადდება გრანტის “რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
საგრანტო კონკურსის სამიზნე არეალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, 4 მუნიციპალიტეტი: ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი.
კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართული იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების: ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ეკონომიკური გაძლიერებისაკენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონში დამწყებ ან არსებულ მეწარმეებს/ფერმერებს/ბიზნესმენებს, რომლებიც გრანტით დაფინანსებულ საქმიანობას განახორციელებენ ამავე რეგიონში;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 02 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2020 წლის, 20 ნოემბერს.
საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი 1), თანდართულ ბიუჯეტთან ერთად (იხ.დანართი 2) უნდა გამოგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content