აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

by magda

08.08.2022წ.

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო უმძიმესი დღეები, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია თითოეული ჩვენგანისთვის!
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. ჩვენ მუდამ ვიამაყებთ მათი სახელებით.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content