16
01.07.2024წ.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ახორციელებს მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროგრამების ადმინისტრირებას, რომლის მიზანია კანონიერი წარმომადგენლისგან/წარმომადგენლებისგან განცალკევებული, ძალადობის
მსხვერპლი ბავშვებისთვის ზრუნვის 24 საათიანი სერვისის მიწოდება.
მინდობით აღზრდა, როგორც ზრუნვის უპირატესი ფორმა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემოს
უზრუნველსაყოფად.
მინდობით აღმზრდელის მოვალეობებია:
იზრუნოს ბავშვზე მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
შეუქმნას ბავშვს უსაფრთხო და კეთილსაიმედო ოჯახური გარემო;
უზრუნველყოს ბავშვის ყოველდღიური საჭიროებები,
ხელი შეუწყოს ბავშვს მის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს) და ამ მოვალეობების გათვალისწინებით, ის უსაზღვრო სითბოს და სიყვარულს ჩუქნის მზრუნველობამოკლებულ ბავშვს.
მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის განცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს , რომელიც თქვენი მხარდამჭერი იქნება ამ პროცესში.