0
29.04.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ირმა ჩიხრაძე და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელი ონში ელენე მაისურაძე.
შეხვედრის მთავარ თემას სოფლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად გადაჭრის გზები წარმოადგენდა. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული დასახლების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება მუნიციპალიტეტის უმთავრესი ამოცანაა.
„ჩვენი მუშაობის მთავარი საზომი მოსახლეობის კეთილდღეობაა. მუნიციპალიტეტის თითოეულმა მცხოვრებმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ გვერდით დგას. პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანი შესრულება და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან, რათა არცერთი პრობლემა არ დარჩეს რეაგირების გარეშე.“ – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ.
