59
03.12.2020წ.
გვინდა ერთი სიკეთის ისტორიის შესახებ გაცნობოთ და გაგახაროთ
დათო ნოდარიშვილი…
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სიკეთეს თესავს!
დავით ნოდარიშვილმა შოთა ბუგიანიშვილის საახელობის ონის საავადმყოფოს საჩუქრად გადასცა ორ პერსონაზე ჟანგბადის მისაწოდებელი აპარატი სატურატორებით – აპარატი, რომელიც სუნთქვის უკმარისობის დროს ს ა ს ი ც ო ც ხ ლ ო დ მნიშვნელოვანია საავადმყოფოს პაციენტებისთვის.
დიახ ეს იმედი და შვებაა…
ეს საოცარი შეგრძნებაა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის…
სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მათი სულიერი მოთხოვნილებაა . მადლობა ბატონ დავითს და მის მსგავს ადამიანებს , იმიტომ რომ არსებობენ, იმიტომ რომ მათ სიყვარული შეუძლიათ და ფიქრობენ სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია,
ღმერთმა გვიმრავლოს დავით ნოდარიშვილის მსგავსი ადამიანები. მადლობა მას.
დიახ, სიკეთე გადაგვარჩენს ჩვენ, თქვენ, მათ…
უღრმესი მადლობა სიცოცხლისთვის!
Dato Nodarishvili