29.07.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.
28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად,ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი და 2000 ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი , ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ – ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს.
ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად.
მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
საკონტაქაქტო პირები:
599141178 – ლევან შერაზადიშვილი.
596422211 – სოფო მაისურაძე