19
28.09.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული პირველკურსელი ლევან ლობჯანიძე და სოფელ შქმერის მკვიდრი ქალბატონი ნინო (ნიაზ) ნაცვლიშვილი ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.
2022 წელს ჩვენი საამაყო პოეტის დიდი მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეზე, ბატონმა დავითმა დააწესა მურმან ლებანიძის პრემია, ფულადი ჯილდო, რომელიც გადაეცათ ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ორ წარჩინებულ პირველკურსელს.
დაჯილდოებას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მურმან ლებანიძის შვილიშვილი პაპუნა ლებანიძე.
მომავალ წელს მურმან ლებანიძის პრემიის გადაცემა მოხდება დიდი პოეტის სახლში, სოფელ კვაშხიეთში.