2
04.11.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში (ჭალეების უბანი) მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 105,000 ლარამდეა, დასრულება კი, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ღების ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატთან ერთად მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერმა შემსრულებელ კომპანიის წარმომადგენელს, ხარისხის მართვა და ვადების კონტროლი დაავალა