25
15.06.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასეს და აღნიშნული კუთხით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან არსებულ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები , ონის მუნიციპალიტეტში კორნავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ მიზნობრივ ჯგუფებზე.
ფაქტის რეალური შეფასება, არსებული სიტუაციის გაცნობიერება, შესაბამისად ადეკვატური მიდგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან, გაცემული რეკომენდაციების დაცვა , პირველი წარმატებული და გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ვირუსთან ბრძოლის საქმეში.