14
05.06.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესათან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია პროექტის ” დავიცვათ საქართველოს სისუფთავე “ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციები.
გარემოსდაცვითი და დასუფთავების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!