ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის, ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის თანამშრომლებთან, ონლაინ შეხვედრა გაიმართა

by magda

27.03.2021წ.

მიმდინარე წლის 26 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის, ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის თანამშრომლებთან, ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
 შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულ;ებაზე და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებშიუვიზო მიმოსვლას უხსნის.
 შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეების მეტი ჩართულობა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content