21
08.12.2020წ.
8 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ ლიზი“, შპს “ რაჭა-2005’“, შპს „მპტ“, შპს “სამშენებლო- სარემონტო სამმართველო სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს „ დაგი“ , შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი’ და შპს ‘ონის სერვის ჯგუფის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის , სოფელ უწერაში წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხები, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე , ზოგიერთ ობიექტზე გამოკვეთილი ხარვეზების გამოსწორებასზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.