17
24.06.2024წ.
ნეირობალანსირების ცენტრი 2023-ის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ააიპ საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის და მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
პროექტი – მშობლების გაძლიერება ითვალისწინებს მშობლების ფსიქო-ემოციური დონის დასტაბილიზებას და ბავშვის განვითარების ყველა ეტაპის გავლას.
ნეირობალანსირების ცენტრი შეიქმნა ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და მშობლებისთვის, საჭირო და აუცილებელი თერაპიების სრულფასოვანი კომფორტული პროფესიონალური და ინოვაციური მიდგომებითა და სერვისებით. ცნობიერების ამაღლებისთვის, სულიერი, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
ცენტრი მომხმარებელს თავაზობს რეაბილიტაცია-აბილიტაციის და ადრეული განვითარების პროგრამას, ქცევით თერაპიას, მეტყველების თერაპიას, არტ-თერაპიას, მუს-თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, კვებით თერაპიას, სენსორულ თერაპიას, ასევე ინოვაციურ პროგრამებს: მშობელთა გაძლიერების საათებს, რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპიასა და მშობლების, როგორც თავიანთი შვილების განვითარების ექსპერტებად ჩამოყალიბებას.
მშობლების გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც მშობლებისთვის ასევე ბაღის აღმზრდელებისა და ძიძებისთვის . თუ მშობელი და ბაღის პერსონალი აცნობიერებს ბავშვის (შესაძლო) მდგომარეობას, ბავშვი უფრო ჯანსაღ გარემოში იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს მომავალი თაობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას.
პროექტის საშუალებით მშობლები და ბაღის პერსონალი შეძლებენ გაიგონ ბავშვის განვითარების ეტაპები, ასევე საშუალებას მისცემს მშობლებს და აღმზრდელებს გადაჭრან უამრავი პრობლემა ბაღისა და სახლის სივრცეში, მშობლისა და ბაღის პერსონალის ჯანსაღი მიდგომა გაუმარტივებთ ბავშვებს ადაპტაციასა და განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს.
ნეირობალანსირების ცენტრი 2023-ის დევიზია” ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ”, პროექტი ონის მუნიციპალიტეტში გრძელდება. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა აღმზრდელებს და მშობლებს დაეხმარება ადრეული ასაკის ბავშვებს კოგნიტური უნარების, ყურადღების, აღქმის და მეხსიერების განვითარებაში.
პროექტი ორიენტირებულია სწავლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ნასწავლი უნარ-ჩვევების ბუნებრივ გარემოში სწორად გამოყენებაზე.