11
25.11.2019წ.
22-24 ნოემბერს, თბილისში, გლდანის ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა „აფხაზეთის ღია პირველობა“ ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის სპორტსმენები.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თორნიკე სამხარაძე (80 კგ).
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს თორნიკე სამხარაძეს, მის ოჯახს, მწვრთნელებს. წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.