5
31.12.2023წ.
ჩემო ძვირფასებო!
გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს მუნიციპალიტეტს. განსაკუთრებით ულოცავ ჩვენს ბავშვებს, ასევე მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, პედაგოგებს, ექიმებს, ადგილობრივი თვითმმარველობის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მუხლჩაუხრელად ემსახურებიან.
ახალ წელს ყველანი იმედით და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს.
2023 წელი შოვის ტრაგედიიდან გამომდინარე ძალიან რთული აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის, თუმცა ერთად გვერდში დგომით გადავლახავთ ყველა გამოწვევას და პრობლემას. მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის. ამასთანავე უნდა ავღნიშნო, რომ 2023 წელს ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები განვახორციელეთ ონის მუნიციპალიტეტში.
დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი იქნება კიდევ ერთი გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს ქვეყანას და თითოეული ჩვენგანის ოჯახს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას.
სერგი ხიდეშელი
ონის მუნიციპალიტეტის მერი