30
29.01.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
დღეს გაიწმინდა ბარი-მრავალძლის, სამთისის, და მაჟიეთი-ხიდეშლების საავტომობილო გზა, ასევე აღნიშნული სოფლების შიდა საუბნო გზები,
29 იანვარს, პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთrებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.