9 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

9.10.2019წ.

9 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირზე შეაფასეს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
დიმიტრი საყვარელიძემ წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .

შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხები : თბობის სეზონისთვის მზადების პროცესი, წყალმომარაგების პრობლემა, ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და სოციალური თემატიკა , რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
მერის მოადგილის განცხადებით მიწების რეგისტრაცისთან დაკავშირებით, სოფლის წარმომადგენლებმა უნდა აწარმოონ შუალედური მოკვლევები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გადაწყვიტონ და შემდგომ დროულად წარმოადგინონ სოფლის საჭიროებები და მოთხოვნები, რომ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდეს.

შეხვედრას ესწრებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი-გიორგი ბენდიანიშვილი, ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი და შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.