15 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ ჯინჭვისის და გომის მოსახლეობას შეხვდა

15.08.2019წ

15 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად სოფელ ჯინჭვისის და გომის მოსახლეობას შეხვდა.
მერმა ისაუბრა აღნიშნულ სოფლებში მიმდინარე წელს განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის ყოფით პრობლემებს, მოსახლეობამ გამოკვეთა სოფლისთვის აქტუალური პრობლემატური საკითები: საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემები, სოციალურ თემატიკა და სხვა პრიორიტეტულ საკითხები.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მერს, იმ ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის, რომელსაც მუდამ გრძნობენ ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან.
ემზარ საბანაძის განცხადებით , ნებისმიერი პროექტი, რაც იგეგმება და დაიგეგმება მომავალში, პირველ რიგში მოსახლეობის კეთილდღეობისათვის იქნება გათვალისწინებული, იგი როგორც დღემდე, მომავალშიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს ხალხის ინტერესების დასაცავად, მათი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად.