ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

02.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
2 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ, მოადგილეებთან ერთად , გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართეს შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, , შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი” , შპს „ ორვო“, შპს „ რაჭა 2005“, შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან და სოფლის რწმუნებულებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო და აუცილებელი საკითხები .
ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის რეაბილიტაციას, ასევე ისაუბრეს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე , ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.