სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა

by magda

18.05.2020წ

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა,
მას საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. განათლებით სამართლის დოქტორია,
მისი სამუშაო გამოცდილება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას უკავშირდება.

შეხვედრას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალური კურატორი ანა ლაშხი, ამავე პარტიის რეგიონალური სამსახურის მრჩეველი ალექსანდრე იაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ჩიკვაიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

თანამშრომლებთან წარდგენის შემდეგ, ხელმძღვანელებმა ქალაქ ონში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content