ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა მოინახულა

21.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა მოინახულა.
ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს “იერი” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 991000 ლარს შეადგენს და მოიცავს აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციას და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას.