7 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა

by magda

7.10.2019წ.

7 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრები გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2019-2020 წლების სამუშაო გეგმას, ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის დეკემბრის თვის # 665 დადგენილების „ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება. საბჭოს მიერ ამ დადგენილების შესასრულებლად დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც გაიწერა სამუშაო გეგმით და დამტკიცდა „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მიერ.
ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content