2
05.11.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
