ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის კინოთეატრში ჩარლი ჩაპლინის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

by magda

ისაუბრეს ხელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გაიხსენეს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები და მისი გამონათქვამები

16 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის კინოთეატრში ჩარლი ჩაპლინის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ,სადაც ისაუბრეს ხელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გაიხსენეს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები და მისი გამონათქვამები .
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრი.
ონის სამხატვრო სკოლა.
ა(ა)იპ ონის ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი ანა ერისთავი.
სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა.
სოფელ გლოლის საჯარო სკოლა.
სოფელ შეუბნის საჯარო სკოლა.
საღამო ფილმის “დიდი ქალაქის ჩირაღდნები” ჩვენებით დასრულდა.
საღამოს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი ინგლ.Charlie Chaplin დ. 16 აპრილი1889 — გ. 25 დეკემბერი1977) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდისკინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“1914 წელს.1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის„ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დაგლას ფერბენკსისმერი პიკფორდისა და დევიდ უორკ გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია United Artists.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.

1999 წელს ამერიკულმა ფილმის ინსტიტუტმა ჩაპლინი დაასახელა რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად.

ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთშილონდონი[5]. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 18501960) მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.

ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა , როცა დედამისს მოულოდნელად ხმა წაერთვა სიმღერის დროს. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლიმ უკვე “მუდმივი” სამსახურიც იშოვნა (ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველად, მხერხავებთან, ექიმის დამხმარედ, დამლაგებლად-თუმცა ასაკის გამო ყველგან დროებით)-თეატრში დაიწყო მსახიობად მუშაობას და მიიღო როლი სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმზი”. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა , რადგან გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკში ჩარლი ვიოლინომ გაიტაცა და რეგულარულ მეცადინეობას მოჰკიდა ხელი, ხანდახან დღეში 16 საათის განმავლობაშიც კი. დამხმარე გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა – მან მსახიობის როლი მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, “კისტოუნში” გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო “ცხოვრების სახსარი” 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს “კისტოუნს” და გადადის “ესენეის სტუდიაში”.

1921 წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”). ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928) 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნებისმუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში “საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის”. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჟელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე. 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.

2009 წელს ჩარლი ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნა დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში„ემიგრანტი“ (1917), „ოქროს ციებცხელება“ (1925), „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931), „ახალი დროება“ (1936), და „დიდი დიქტატორი“ (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი „აჩვენე ხალხს“ (1928). ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამუშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[10]

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“ (გადაღებული 1992 წელს)

1965 წელს ჩაპლინმა დაამტკიცა თავისი ოფიციალური ფილმოგრაფია და წარუდგინა საზოგადოებას თავის წიგნ „ჩემ ავტობიოგრაფიასთან“ ერთად. ფილმოგრაფია შეიცავდა 1914 წლის შემდეგ გამოსულ 80 კინოფილმს. ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი დევიდ რობინსონის 1985 წლის ბიოგრაფიაში „ჩაპლინი: მისი ცხოვრება და ხელოვნება“, რომელიც დამატებით შეიცავდა ჩაპლინის უკანასკნელ ფილმს „გრაფინია ჰონგ-კონგიდან“ (1967), როგორც 81-ე ჩანაწერს. 2010 წელს 82-ე ფილმი დაემატა ჩაპლინის შემოქმედებას. ეს ფილმი იყო ახლადაღმოჩენილი Keystone-ის ნაწარმი ქურდის დამჭერი, რომელიც იმ დრომდე ითვლებოდა დაკარგულად.

ჩაპლინის ყველა ფილმი „ცირკის“ (1928) ჩათვლით იყო მუნჯი, თუმცა შემდგომ ბევრი მათგანი ხელახლა იქნა გამოცემული საუნდტრეკებით. „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931) და „ახალი დროება“ (1936) არსებითად იყო მუნჯი ფილმები, თუმცა ფილმს თან ახლდა მუსიკა და ხმის ეფექტები, რომელიც შემდგომ ნელნელა გადაიზარდა ლაპარაკში. ჩაპლინის ბოლო ხუთი ფილმი ხმოვანი იყო, გარდა ფილმისა „გრაფინია ჰონგ-კონგი“.

ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებულია 35 მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში.

57028919_2166208386801876_3952946981361418240_n 57200787_2166209173468464_82397560299323392_n 57209080_2166208653468516_1610222499566452736_n 57232233_2166208903468491_2309177415663878144_n DSC_0012 DSC_0038 DSC_0040 DSC_0072 57311523_2166208536801861_3279376077897596928_n 57453636_2166209043468477_3104220766036557824_n 57491794_2166209213468460_3717694846417240064_n DSC_0002DSC_0066DSC_011457165980_2198168377179373_6691131410159239168_n

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content