ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

by newadmin newadmin

09.11.2026წ.

ონის საჭიდაო სკოლის პატარა ჩემპიონების დიდი გამარჯვებები!
ონის საჭიდაო სკოლამ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, შურა მაისურაძისა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნის, გიორგი სხირტლაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ჩვენმა პატარა ონელებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირეს:
 ელენე იჩქიტიძე — I ადგილი, 65 კგ წონით კატეგორია (გოგონათა შორის)
 ნიკოლოზ გვიმრაძე — I ადგილი, 44 კგ წონით კატეგორია;
 გრიგოლ გავაშელიშვილი – I ადგილი, 75 კგ წონით კატეგორია
 საბა ლობჯანიძე — III ადგილი, 38 კგ წონით კატეგორია;
 დავით ქებაძე — III ადგილი, 68 კგ წონით კატეგორია.
ეს შედეგები თითოეული სპორტსმენის შრომის, მონდომების, თავდადებისა და მწვრთნელების დაუღალავი შრომის შედეგია!
ონის საჭიდაო სკოლა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდი გამარჯვებები სწორედ აქ, ძლიერი ტრადიციების, შრომისა და თავდადების გარემოში იბადება!
ჩვენი პატარა ონელების დიდი წარმატებები მთელი რაჭის სიამაყეა!
ვულოცავთ ჩვენს ჩემპიონებსა და პრიზიორებს ამ დიდ წარმატებას! მადლობა თითოეულ მათგანს, მათ მშობლებსა და მწვრთნელებს!
ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content