9
08.11.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს.
ტურნირი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე (შურა) მაისურაძისა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნის, გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი .
შეჯიბრება ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ონის საჭიდაო სკოლის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოს 18 რეგიონის 200-მდე სპორტსმენთან ერთად სომხეთის გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრებას კვალიფიციური მსაჯთა გუნდი ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები ონელმა სპორტსმენებმა დაიკავეს:
ნიკოლოზ გვიმრაძე – I ადგილი (44 კგ);
გრიგოლ გავაშელიშვილი – I ადგილი (75 კგ);
ელენე იჩქიტიძე – I ადგილი (65 კგ);
საბა ლობჯანიძე – III ადგილი (38 კგ);
დავით ქებაძე – III ადგილი (68 კგ).
ღონისძიების დასასრულს ლევან შერაზადიშვილმა მადლობა გადაუხადა ტურნირის მონაწილეებს, მწვრთნელებსა და ორგანიზატორებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს კი მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა
