8
04.11.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი გულისხმობს ქალაქ ონში ვახტანგ VI-ის ქუჩების კეთილმოწყობას, დეკორატიული ღობეების, განათებების, გამწვანების, საფეხმავლო ზოლის გათვალისწინებით.
აღნიშნული სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 917 999,97 ლარს.
