2
28.10.2026
ქალაქ ონში ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 29 ოქტომბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე, რომელიც გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართება, მერია პროექტის კონცეფციას წარადგენს.
ვიზიტორთა ცენტრის იერსახე შესაბამისობაში იქნება ქალაქის ურბანულ მოწყობასთან და მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც მუნიციპალიტეტის, ისე რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას.
ახალ შენობასთან ერთად ასევე გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
