5
27.10.2026წ.
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელ მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, პენსიონერი პედაგოგები ასმათი ხიდეშელი და ლეილა ლობჯანიძე მოინახულა
„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ასმათი ხიდეშელი და ლეილა ლობჯანიძე მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ საპატიო საქმეს, აღზარდეს თაობები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში. მათი ღვაწლი და თავდადება განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს“, — განაცხადა ირმა ჩიხრაძემ.
