რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან — ლევან ჯმუხაძესა და ალუდა თუთისანთან, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, შოვში, ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ, 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს გაეცნო

by newadmin newadmin

12.09.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან — ლევან ჯმუხაძესა და ალუდა თუთისანთან, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, შოვში, ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ, 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
მემორიალის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 359 608 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მემორიალის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.
„ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და შევქმნათ სივრცე, სადაც მათი ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ მემორიალის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება“, — განაცხადა პაპუნა მარგველიძემ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content