4
10.09.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ ქალაქ ონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნო.
მიმდინარე პროექტები ქალაქის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას მოიცავს. ამასთან, აქტიურ ფაზაშია სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესრულებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების დასრულების ვადები და პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილეს.
