01.09.2026წ.
✨#ონელობა2026
5 სექტემბერს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.
ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
🔹16:00-19:30 საათი -ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის მასპინძლობით, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ლოკაციების მონახულება.
მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცე.
🔹16:30-19:00 საათი-ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
🔹19:00 საათი- ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების და სხვადასხვა სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება.
🔹19:30 საათი- გალა კონცერტი. ლეგენდარული „ქართული ხმები“
✨გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას
4
