2
14.07.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ქალაქ ონის შიდა გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
დავით ლობჟანიძის თქმით, მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გზის საფარის ლოკალური დაზიანებები აღადგინა, ხოლო გზების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია წყალმომარაგების სისტემის სრულად მოწესრიგების შემდეგ დაიგეგმება.
