3
04/06/2026
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 44 998 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის მიზნით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში იგეგმება
