ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა

by newadmin newadmin

3.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამუშაოების ტემპი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადები, სამუშაო პროცესში არსებული აქტუალური გამოწვევები და მათი ოპერატიულად გადაჭრის გზები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების მიმდინარეობისას შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოების წესებს, რომელთა მკაცრი დაცვაც კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაო პროცესში მოეთხოვებათ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content