7
01.05.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში ბავშვთა საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით გამოფენა – გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძე და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ელენე მაისურაძე დაესწრნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენის მონაწილეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში
