რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

by newadmin newadmin

29.05.2026წ.

რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება.
პროგრამა წარმოადგენს 4-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლიც ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებით ცოდნის მიღებას :
📌იდეის ვალიდაცია
📌Lean Canvas
📌Customer Discovery პროცესი
📌MVP და პროტოტიპის შექმნა
📌AI და No-Code ინსტრუმენტების გამოყენება
📌Pitch Deck-ის მომზადება და პრეზენტაციის უნარები
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და უკუკავშირს საკუთარი იდეის განვითარებისთვის.
პროგრამა განკუთვნილია რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისთვის და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.
GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია!
პროგრამის ვადები: ივნისი – ივლისი, 2026
მონაწილეობის მიღება უფასოა
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გარდაქმნათ თქვენი ინოვაციური იდეა წარმატებულ, მასშტაბურ ბიზნესად
რეგისტრაციის ბმული: https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e
საინფორმაციო შეხვედრის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfehp2FMFT_HJz8T_oUjyG5oMFJBfH64LvgSxqctJPmoNyWgg/viewform

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content