0
28/05/2026
მიმდინარე წლის 28 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის I კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. “ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია – აბილიტაციის პროგრამით სარგებლობისათვის, ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
5. 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქ.ონში, რუსთაველის ქუჩის N26-ში (ს/კ 88.18.25.060), მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, საკითხის შეთანხმების შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ააიპ ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
