პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება

by newadmin newadmin

19.05.2026წ.

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკი“ გაიმართება.
 პროექტი წელს ორ ლოკაციაზე – კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
 ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
 “ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.
ჯარის ბანაკში მონაწილემ თან უნდა იქონიოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
 მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
მონაწილის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა N IV-100ა;
ცნობა სპეციალური სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურს შემდეგ ნომერზე: 555 35 92 29

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content