0
08.05.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 9 და 10 მაისს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახურებით.
ნოტარიუსი იმუშავებს აღნიშნულ დღეებში, ქალაქ ონის შემოსასვლელში არსებულ შეუბნის ადმინისტრაციულ შენობაში, სამუშაო გრაფიკი, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსს – ნათია ტეფნაძეს, ტელ: 595 18 88 55
