ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ სორში მცხოვრებ ელენე კერვალიშვილს, რომელსაც 103 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცეს

by magda

26.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ სორში მცხოვრებ ელენე კერვალიშვილს, რომელსაც 103 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ელენე კერვალიშვილს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულთა დახმარების პროგრამის შესაბამისად, ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.
ონის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ხანდაზმული მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას და მათ სოციალურ მხარდაჭერას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content