ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე- გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

by magda

31.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე- გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ, განიხილეს ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, რომლის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება.
ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემების მოგვარების მიზნით, გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს კონკრეტული მითითებები მისცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი – ალექსანდრე გამყრელიძე, შპს „ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი ბექა ჯელაძე, ააიპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის ხელმძღვანელი ფრიდონ ორდინიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content