2
30.08.2024წ.
მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების მიღება ონის მუნიციპალიტეტის სოფ პატარა ღებში სასმელი წყლის მოწესრიგებისთვის ორი ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვაზე .
სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები (ჭაბურღილის მშენებლობა)
სატენდერო ღირებულება შეადგენს 163`883.00 ლარს
პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის ირგვლივ გრუნტის დამუშავებას, ქვიშა-ღორღის საფენის, ჭაბურღილის ფილტრების, წყალმზომი კვანძის და გადამღვრელი ურდულის მოწყობას, ასევე ღობის მოწყობას ლითონის ბადით, ლითონის ერთმკლავა კრონშტეინის მონტაჟს და ლითონის ანძის დაყენებას .
სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები
სატენდერო ღირებულება შეადგენს 652`944.00 ლარს.
პროექტი ითვალისწინებს გრუნტის დამუშავებას, ქვიშის ბალიშების მოწყობას მილების გარშემო, პოლიეთილენის მილების და თუჯის ფილტრების , ასევე ურდულის მონტაჟს, წყალმზომი ჭის მოწყობას, წნევის რეგულატორის მონტაჟს.
ორივე პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.