იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

by magda

10.08.2024წ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ქ.ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში გაიმართა, სადაც მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოქალაქეებს კონსულტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content